• Geo
  • Eng
22.05.2012
დინამოელები ახალგაზრდულ ნაკრებში

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები პირველ ივნისს მინსკში, ამხანაგურ შეხვედრას გამართავს ბელორუსიის ნაკრების წინააღმდეგ, ხოლო ხუთ ივნისს ევროპის 2013 წლის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში ესტონეთში ადგილობრივ ახალგაზრდულ ნაკრებს დაუპირისპირდება.

ჯვაროსნების მთავარმა მწვრთნელმა– ალექსანდრე ჩივაძემ გამოაქვეყნა იმ ფეხბურთელების გაფართოებული სია, რომლებიც აღნიშნული შეხვედრისთვის მოემზადებიან. სიაში ჩვენი კლუბის ხუთი ფეხბურთელია. ნიკოლოზ კვეკვესკირი, ჯაბა ჯიღაური, არჩილ ტვილდიანი, გიორგი პაპავა და ლაშა პარუნაშვილი მომავალი შეხვედრებისთვის ახალგაზრდა ჯვაროსნებთან ერთად მოემზადებიან.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024