ჩვენი გუნდის სლოვაკი ნახევარმცველი, პეტერ გრაიციარი ოპერაციის შემდეგ თბილისში დაბრუნდა. მოსკოვის დინამოსთან ამხანაგურ შეხვედრაში მიღებული ტრავმა ჩვენი გუნდის სლოვაკი ლეგიონერისთვის მძიმე გამოდგა და იგი ამჟამად კვლავ რეაბილიტაციის პერიოდს გადის.
პეტერ გრაიციარი – წინა ჯვარედინი იოგის ოპერაცია გავიკეთე. ერთი კვირა კლინიკაში გავატარე. ამჟამად თავს კარგად ვგრძნობ, ვატყობ, რომ დღითი–დღე უმჯობესდება ჩემი მდგომარეობა. ამ ეტაპზე ყავარჯნების გარეშე დავდივარ, რაც ძალიან მახარებს. ჩემი გამოჯანმრთელების პროცესში აქტიურად არიან ჩართულნი გუნდის ექიმი – მერაბ ვარძუკაშვილი და გუნდის ფიზმომზადების მწვრთნელი – მიხალ რუკავიჩკა, რომლებიც თავიანთი პროფესიონალიზმით ძალიან მეხმარებიან. თუ ყველაფერი ასე გაგრძელდა, იმედს ვიტოვებ, რომ გუნდთან ერთად ვარჯიშის დაწყება იანვრიდან შემეძლება.