• Geo
  • Eng
01.06.2012
დინამოელმა 21–წლამდელებმა მინსკში იმარჯვეს

საქართველოს 21–წლამდელთა ნაკრებმა დღეს მინსკში ამხანაგური შეხვედრა გამართა. ახალგაზრდა ჯვაროსნები ბელორუს თანატოლებს დაუპირისპირდნენ და მინიმალური ანგარიშით – 1:0 იმარჯვეს. ხსენებულ შეხვედრაში მონაწილეობა ოთხმა დინამოს ფეხბურთელმა მიიღო. არჩილ ტვილდიანმა, ჯაბა ჯიღაურმა და ნიკა კვეკვესკირმა 90 წუთი ითამაშეს, მატჩის 65–ე წუთზე კი თამაშში ლაშა პარუნაშვილი ჩაერთო.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩს, ალექსანდრე ჩივაძის შეგირდები 5 ივნისს, ესტონეთთან ჩაატარებენ. გუნდები ერთმანეთს ტალინში დაუპირისპირდებიან.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024