ფეხბურთის ასოციაციის საერთაშორისო საბჭოს (IFAB) ყოველწლიურ 126-ე ყოველწლიურ შეხვედრაზე, რომელიც შედგა სურეიში (ინგლისი), დამტკიცდა ცვლილებები თამაშის წესებში. აგრეთვე გამოიცა სხვადასხვა ინსტრუქციები და დირექტივები, რომლებიც მოყვანილია ქვემოთ.
თამაშის წესები და საბჭოს გადაწყვეტილებები
1. წესი 1 - სათამაშო მოედანი
თამაშის წესების ინტერპრეტაცია და მსაჯების გზამკვლევი - კომერციული რეკლამა
(შეთავაზებულია FIFA მიერ)
ძველი ტექსტი
|
ახალი ტექსტი
|
კომერციული რეკლამა დაშორებული უნდა იყო სათამაშო მოედნის შემომსაზღვრელი ხაზებიდან მინიმუმ 1მ-ით (1 იარდი).
|
მიწაზე განთავსებული რეკლამა დაშორებული უნდა იყო სათამაშო მოედნის შემომსაზღვრელი ხაზებიდან მინიმუმ 1მ-ით (1 იარდი).
ვერტიკალურ სიბრტყეში განლაგებული რეკლამა უნდა იყოს დაშორებული არა ნაკლებ:
• 1 მ (1 იარდი) მანძილით სათამაშო მოედნის გვერდითი ხაზებიდან
• იმავე მანძილით კარის ხაზიდან, როგორიც არის კარის ბადის სიღრმე და
• 1მ (1 იარდი) მანძილით კარის ბადიდან
|
მიზეზი
კარის ბადიდან 1 მეტრით შემოსაზღვრულ არეალში არ უნდა იყოს ვერტიკალური რეკლამა, რათა მსაჯებს ჰქონდეთ კარის დანახვის დაუბრკოლებელი შესაძლებლობა.
ცვლილება მიღებული იქნა შესაბამისი შეზღუდვებით გარკვეული სტადიონებისთვის, სადაც აღნიშნული მოთხოვნის შესრულება შეუძლებელია სტადიონზე დიდი სამუშაოების ჩატარების გარეშე.
2. წესი 2 - მოთამაშეთა რაოდენობა
(შეთავაზებულია შოტლანდიის ფეხბურთის ასოციაციის მიერ)
ძველი ტექსტი
|
ახალი ტექსტი
|
|
თუ მატჩის დაწყებისას ოქმში შეყვანილი სათადარიგო მოთამაშე შედის სათამაშო მოედანზე ოქმში შეყვანილი მოთამაშის ნაცვლად და მსაჯი არ არის ინფორმირებული ამ ცვლილების შესახებ:
- მსაჯი რთავს ნებას ოქმში შეყვანილ სათადარიგოს გააგრძელოს თამაში
- სათადარიგო მოთამაშის მიმართ არ იქნება გამოყენებული დისციპლინარული სანქცია
- დამრღვევი გუნდისთვის ცვლილებების რაოდენობა არ მცირდება
- მსაჯი მოახსენებს ინციდენტის შესახებ შესაბამის უფლებამოსილ ორგანოს
|
მიზეზი
არც თუ იშვიათად ცვლილება ხორციელდება უშუალოდ მატჩის დაწყების წინ და მას შემდეგ რაც მსაჯს მიეწოდა მატჩის ოქმი. როგორც წესი ეს ხდება მოთელვისას მოთამაშის დაშავების გამო. თუ მსაჯი ინფორმირებულია ცვლილების შესახებ, ეს დასაშვებია. მაგრამ, თუ მსაჯი არ არის ინფორმირებული, აუცილებელია პროცედურების დაზუსტება.
3. წესი 4 - მოთამაშეთა ჩაცმულობა
(შეთავაზებულია ფეხბურთის ასოციაციის მიერ (ინგლისი))
ძველი ტექსტი
|
ახალი ტექსტი
|
გამაშები
|
გამაშები - თუ გარედან გამოყენებულია წებოვანი სახვევი ან მსგავსი მასალა, ის უნდა იყოს იგივე ფერის რაც გამაშის ის ნაწილი რაზეც არის გამოყენებული.
|
მიზეზი
სულ უფრო მეტი მოთამაშე იყენებს წებოვანი სახვევის დიდ რაოდენობას გამაშებზე გარედან დასახვევად. სახვევი შესაძლოა იყოს სხვადასხვა ფერის და მთლიანად შეცვალოს გამაშის შესახედაობა. ამან შესაძლოა გამოიწვიოს დაბნეულობა, განსაკუთრებით ასისტენტების, რომელთაც შეიძლება დასჭირდეთ გამაშზე დაკვირვება იმის გასარკვევად თუ ვინ ითამაშე ბურთზე ბოლოს ბურთის თამაშიდან გასვლისას.
4. წესი 8 - თამაშის დაწყება და განახლება
(შეთავაზებულია ფეხბურთის ასოციაციის მიერ (ინგლისი))
ძველი ტექსტი
|
ახალი ტექსტი
|
დარღვევები და სანქციები
სადაო ბურთის გდება გამეორდება:
(...)
|
დარღვევები და სანქციები
სადაო ბურთის გდება გამეორდება:
(...)
თუ ბურთი შედის კარში:
- თუ სადაო ბურთის გდებისას მოთამაშის მიერ დარტყმული ბურთი პირდაპირ შედის მეტოქის კარში, ინიშნება კარიდან დარტყმა
- თუ სადაო ბურთის გდებისას მოთამაშის მიერ დარტყმული ბურთი პირდაპირ შედის საკუთარ კარში, ინიშნება კუთხური დარტყმა მეტოქე გუნდის სასარგებლოდ
|
მიზეზი
ადგილი ჰქონდა გარკვეული რაოდენობის შემთხვევებს, როდესაც ბურთი პირდაპირ იქნა კარში გატანილი სადაო ბურთის გდებისას, როდესაც ერთი გუნდი არ მონაწილეობდა სადაო ბურთისთვის ბრძოლაში. ეს დიდი წნეხის ქვეშ აყენებს მსაჯს, ვინაიდან იგი იძულებულია ჩათვალოს გოლი. ამის შემდეგ ჩვენ გვაქვს შეუფერებელი სიტუაცია, როდესაც მეტოქეები გუნდს აძლევენ გოლის გატანის საშუალებას საწყისი დარტყმიდან, ხელის შეშლის ყოველგვარი მცდელობის გარეშე მოთამაშეების მხრიდან, იმ მიზნით რომ აღდგეს წონასწორობა თამაშში.
5. წესი 12 - წესების დარღვევა და უდისციპლინო ქცევა
თამაშის წესების ინტერპრეტაცია და მსაჯების გზამკვლევი - დისციპლინარული სანქციები
(შეთავაზებულია FIFA მიერ)
ძველი ტექსტი
|
ახალი ტექსტი
|
გარკვეულ გარემოებებში აუცილებელია მოთამაშის გაფრთხილება არასპორტული საქციელისათვის ბურთზე განზრახ ხელით თამაშისას, მაგალითად როდესაც:
- განზრახ და აშკარად ეხება ბურთს ხელით რათა ხელი შეუშალოს მეტოქეს მის დაუფლებაში
|
გარკვეულ გარემოებებში აუცილებელია მოთამაშის გაფრთხილება არასპორტული საქციელისათვის ბურთზე განზრახ ხელით თამაშისას, მაგალითად როდესაც:
- განზრახ ეხება ბურთს ხელით რათა ხელი შეუშალოს მეტოქეს მის დაუფლებაშიდა აშკარად
|
მიზეზი
უფრო მნიშვნელოვანია ბურთზე ხელით თამაშის გამო წარმოქმნილი შედეგის დასჯა ვიდრე იმ ფაქტის, რომ ის იყო აშკარა. ფაქტიურად, ხელით თამაში შესაძლოა იყოს შეუმჩნეველი, მაგრამ მეტად მნიშვნელოვანი. ამავე დროს, ძნელია იმის განმარტება, თუ რა მნიშვნელობა აქვს სიტყვას - „აშკარა“ და მნიშვნელოვანია ერთგვაროვანი ინტერპრეტაციის ქონა, განსაკუთრებით მსაჯებისთვის სხვადასხვა კონტინენტებიდან და ქვეყნებიდან, ძალიან განსხვავებული გამოცდილებით. სიტყვა „აშკარა“ - ს წაშლა იძლევა ზემოთ მოყვანილი ფრაზის უფრო ადვილი ინტერპრეტაციის საშუალებას.
IFAB სხვა გადაწყვეტილებები
1. დამატებითი ასისტენტები
ექსპერიმენტი განხილული იქნება ამა წლის 5 ივლისს, 31 მაისს მიღებული საბოლოო დასკვნის და ევროპის ჩემპიონატის ანალიზის შემდეგ.
2. კარის ხაზის ტექნოლოგია
რეკომენდაციის შედეგად, საბჭოს წევრებმა ნება დართეს ორ კომპანიას - „Hawk-Eye” და “Goalfer/fraunhofer” გადავიდნენ ტექნოლოგიის ტესტირების მე-2 ფაზაზე.
3. FIFA Task force football 2014
(შეთავაზებულია ფიფა-ს მიერ)
ძველი ტექსტი
|
ახალი ტექსტი
|
სხვა ეკიპირება
(...)
რადიო საკომუნიკაციო სისტემების გამოყენება მოთამაშეებსა და/ან ტექნიკურ
პერსონალს შორის არ არის ნებადართული.
|
სხვა ეკიპირება
(...)
ელექტრონული საკომუნიკაციო სისტემების გამოყენება მოთამაშეებსა და/ან ტექნიკურ
პერსონალს შორის არ არის ნებადართული.
|
მიზეზი
მიმდინარე ფრაზა „რადიო საკომუნიკაციო სისტემები“ არ ასახავს ტექნოლოგიურ პროგრესს.
4. აქროლადი ქაფი
FIFA მიაწოდა წევრებს განახლებული ინფორმაცია აქროლადი ქაფის ექსპერიმენტის შესახებ Copa America 2011-ს დროს. განმარტებული იქნა, რომ 2011 წლის 5 მარტს IFAB მიერ CONMEBOL მიცემული ნებართვის შემდეგ, რომელიც ეხებოდა 9.15მ დისტანციის აქროლადი ქაფის ექსპერიმენტულ გამოყენებას Copa America 2011 და სხვა შეჯიბრებებში, FIFA da IFAB მიერ მიღებული იქნა CONMEBOL დეტალური პატაკი 2011 წლის ოქტომბერში, რომელიც აღნიშნავდა მიღწეულ შედეგებს.
ძირითადი მიზნები:
1. არსებული წესების ეფექტური შესრულება, რის შედეგადაც 9.15მ დისტანცია კედელსა და ბურთს შორის დაცულია.
2. ნაკლები დროის კარგვა იმის გამო, რომ უფრო ნათელია პოზიციის და მანძილის გაზომვის პროცედურა. ამას გარდა, აქროლადი ქაფის გამოყენებისას სათამაშო დრო მეტია, ვინაიდან დაცვის მოთამაშეების გადაჯგუფება უფრო სწრაფად ხდება.
3. აქროლადი ქაფი არის ახალი საშუალება, რომელიც იქნება მნიშვნელოვანი ფაქტორი სამართლიანი თამაშისთვის, რაც საშუალებას იძლევა ავიცილოთ მოთამაშეებს და მსაჯებს შორის კონფრონტაციები.
4. დაბალი საბაზრო ფასის გამო აქროლადი ქაფი შეიძლება შეძენილი იქნას ყველა პროფესიონალური და სამოყვარულო ლიგის მიერ.
წევრები შეთანხმდნენ, რომ ამგვარი ქაფი ნებადართული უნდა იქნას და ყოველ წევრ ასოციაციაზეა დამოკიდებული აქროლადი ქაფის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების იმპლემენტაცია.
5. წესი 4 - მოთამაშეთა ჩაცმულობა
წევრებმა დაამტკიცეს თავშალის ხმარების პრინციპი, იმ პირობით, რომ FIFA სამედიცინო კომიტეტი შეისწავლის მის უსაფრთხოებას 5 ივლისის შეხვედრამდე, რომელზეც საბოლოო ნებართვა იქნება გაცემული.
6. 2014 World Cup Brazil დებულება - შესარჩევი შეჯიბრი
(შეთავაზებულია FIFA მიერ)
განმარტებული იქნა, რომ 2014 World Cup Brazil დებულებაში წერია:
„23 მოთამაშის სახელი და გვარი შეიძლება შეტანილი იქნას თამაშის ოქმში (11 მოთამაშე და 12 შემცვლელი). ოქმში შეტანილი პირველმა 11 მოთამაშემ უნდა დაიწყოს თამაში, ხოლო დანარჩენი 12 არიან სათადარიგოები.“
(დებულება. გვ.23)
თუმცა, თამაშის წესები (წესი 3 ) ნებას რთავს მხოლოდ 7 სათადარიგო მოთამაშის შეყვანას ოქმში. (თამაშის წესები, გვ. 17).
ამიტომ FIFA უკანა რიცხვით მოითხოვა ნებართვა შეენერჩუნებინა დებულება მიმდინარე სახით და 12 სათადარიგო მოთამაშის ოქმში შეტანის ნება დაერთო.
შესაბამისად თამაშის წესები უნდა იქნას შეცვლილი შემდეგი სახით:
ძველი ტექსტი
|
ახალი ტექსტი
|
ოფიციალური შეჯიბრებები
ფიფა-ს, კონფედერაციების ან ეროვნული ასოციაციების ეგიდით ორგანიზებული ნებისმიერი ოფიციალური შეჯიბრებების მატჩებში დაშვებულია არა უმეტეს სამი მოთამაშის შეცვლა.
შეჯიბრების რეგლამენტში მითითებული უნდა იყოს თამაშის ოქმში შეყვანილი სათადარიგო მოთამაშეთა რაოდენობა - მინიმუმ სამი და არა უმეტეს შვიდი.
|
ოფიციალური შეჯიბრებები
ფიფა-ს, კონფედერაციების ან ეროვნული ასოციაციების ეგიდით ორგანიზებული ნებისმიერი ოფიციალური შეჯიბრებების მატჩებში დაშვებულია არა უმეტეს სამი მოთამაშის შეცვლა.
შეჯიბრების რეგლამენტში მითითებული უნდა იყოს თამაშის ოქმში შეყვანილი სათადარიგო მოთამაშეთა რაოდენობა - მინიმუმ სამი და არა უმეტეს თორმეტი.
|
მიზეზი
FIFA ახსნა, რომ დებულება არ ითხოვს, რომ 12 სათადარიგო იყოს სავალდებულო. მწვრთნელებს გააჩნიათ აგრეთვე უპირატესობა იმუშაონ მოთამაშეთა მთლიან ჯგუფთან დროში ერთმანეთთან ახლოს მყოფი მატჩებისას, მაგალითად კვირის ბოლოს და შემდეგი კვირის შუაში. ამავე დროს ეს მოიცავს მოთამაშეების დაშავების ან ტექნიკურ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებულ სიტუაციებს პირველი მატჩის შემდეგ. გუნდებს აგრეთვე გააჩნიათ იყოლიონ მესამე მეკარე ბოლო მომენტში თამაშის დაწყებამდე რაიმე დაზიანების შემთხვევაში. ბოლოს კი, ახალგაზრდა მოთამაშეებს გააჩნიათ სერიოზული უპირატესობა და სარგებელი იყვნენ გასახდელში და სკამზე გამოცდილი მოთამაშეების გვერდით და გაიზიარონ მათ პროფესიონალური გარემო, რაც ასევე არის ფაქტორი განვითარებისათვის.
ეს შეთავაზება დამტკიცებული იქნა და აღნიშნული იქნა, რომ ახალი დებულება ძალაში იყო უკვე 2014 World Cup Brazil-ის შესარჩევი შეჯიბრების დროს.
იმპლემენტაცია
საბჭოს ამ წლის გენერალური, ყოველწლიური შეხვედრის გადაწყვეტილებები თამაშის წესებში ცვლილებებთან დაკავშირებით კონფედერაციებისთვის და წევრი ასოციაციებისთვის სავალდებულოა შესასრულებლად 2012 წლის 1 ივლისიდან. თუ კონფედერაციების ან ეროვნული ასოციაციების მიმდინარე სეზონი არ მთავრდება 1 ივლისისთვის, მაშინ მათ შეუძლიათ გადაავადონ თამაშის წესებში ცვლილებების ძალაში შესვლა საკუთარ შეჯიბრებებში ახალი სეზონის დაწყებამდე.
gff.ge