• Geo
  • Eng
23.06.2012
დინამოელებმა სამედიცინო შემოწმება გაიარეს

დინამო თბილისის ფეხბურთელებმა, ახალი სეზონის სამზადისის ფარგლებში გასამართი პირველი ვარჯიში წინ, სამედიცინო შემოწმება გაიარეს. სამედიცინო შემოწმების შემდეგ  ჩვენი გუნდის გოლკიპერსა და ეროვნული ნაკრების წევრს, გიორგი ლორიას გუნდის ოფიციალური ვებ–გვერდისთვის კომენტარის გაკეთება ვთხოვეთ.

გიორგი ლორია – ახალ სეზონს ყველანი ახალი იმედებით ვხვდებით. ამ დღეებში გუნდის ხელმძღვანელობას შევხვდებით და ტრადიციულად მიზნად ჩემპიონობასა და თასის მოგებას დავისახავთ. რაც შეეხება ჩემს ფიზიკურ კონდიციებს, თავს ნორმალურად ვგრძნობ, საბედნიეროდ არანაირი ტრავმა არ მაწუხებს. ხვალიდან გუნდთან ერთად ახალი სეზონისთვის მზადებას ვიწყებ. იმედი მაქვს, წარმატებულად ვიასპარეზებთ.

შეგახსენებთ, რომ დინამოელები ხვალ, დიღმის ბაზაზე დუშან უჰრინის ხელმძღვანელობით პირველ ვარჯიშს გამართავენ.

სამედიცინო შემოწმების ამსახველი ფოტორეპორტაჟი იხილეთ ჩვენი Facebook–ის გვერდზე.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024