• Geo
  • Eng
02.07.2012
დინამოს აკადემია ელიტ ლიგაში

დინამოს საფეხბურთო აკადემიის სხვადასხვა ასაკობრივი გუნდებისთვის განვლილი სეზონი წარმატებული გამოდგა. ყველაზე უფროსი ასაკის U-18 გუნდი ჭაბუკთა ლიგის ჩემპიონი გახდა /მთ. მწვრთნელი გიორგი ხიზანიშვილი/. გუშინ თბილისის ფეხბურთის ფედერაციამ ელიტ ლიგაში მოასპარეზე გუნდების დაჯილდოვება ჩაატარა. ჩვენი კლუბის საფეხბურთო აკადემიიდან, ელიტ ლიგაში 1998 და 2000 წლებში დაბადებული მოზარდები მონაწილეობდნენ. ეს ასაკობრივი გუნდები დინამოს აკადემიაში ახალი შექმნილია და ისინი პირველად გამოვიდნენ ელიტ ლიგის გათამაშებაში. 2000 წელს დაბადებულთა შორის ჩვენი გუნდი, რომელიც ზამთარში ბენდელას თასის მფლობელი გახდა /მთ. მწვრთნელი ლადო კაკაშვილი/ ვიცე-ჩემპიონობა მოიპოვა. 1998 წლიანებმა კი ბრინჯაოს მედლები დაისაკუთრეს. საინტერესოა, რომ ლევან გვანცელაძის ახალშექმნილმა გუნდმა განსაკუთრებით წარმატებულად მეორე წრე ჩაატარა, როდესაც 13 მატჩიდან, 11-ში გამარჯვება შეძლო.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024