• Geo
  • Eng
05.10.2013
სიონი VS დინამოს ოთარ ხეცაძე განსჯის

ეროვნული ჩემპიონატის VIII ტურის შეხვედრას, რომელსაც დინამოელები სტუმრად, ბოლნისის სიონის წინააღმდეგ გამართავენ, ოთარ ხეცაძე განსჯის.

 

უკანასკნელი შეხვედრა, რომელიც ოთარ ხეცაძემ იმსაჯა, პირველ ლიგაში გამართული მეშახტე 5:2 ადელი არის. აღნიშნულ დაპირისპირებაში მატჩის მთავარ არბიტრს ფეხბურთელები არ გაუფრთხილებია. შეხვედრის 72–ე წუთზე ადელის სასარგებლოდ თერთმეტმეტრიანი საჯარიმო დარტყმა დანიშნა.

 

ჩვენი გუნდის მონაწილეობით ოთარ ხეცაძემ ბოლოს 2013 წლის 12 მაისს, ჩიხურა 2:4 დინამო იმსაჯა. აღნიშნულ შეხვედრაში ოთარ ხეცაძემ ფეხბურთელები ოთხჯერ გააფრთხილა და ერთი პენალტიც დანიშნა.

 

ჩვენს მიერ მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით, მეტი თვალსაჩინოებისათვის ოთარ ხეცაძის მიერ განსჯილი შეხვედრების სტატისტიკურ მონაცემებს გთავაზობთ:

ოთარ ხეცაძე

===========================================

უმაღლესი ლიგა - 25 თამაში / 106 ყვითელი / 7 წითელი / 9 პენალტი

პირველი ლიგა - 35 თამაში / 123 ყვითელი / 11 წითელი / 9 პენალტი

მეორე ლიგა - 1 თამაში / 5 ყვითელი / 1 წითელი / 0 პენალტი

საქართველოს თასი - 6 თამაში / 18 ყვითელი / 2 წითელი / 2 პენალტი

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024