გივი კვარაცხელია დინამო თბილისს მესამედ უბრუნდება. 33 წლის ამპლუით მცველმა გივი კვარაცხელიამ გასული სეზონი რუსთავის მეტალურგში გაატარა. გულშემატკივართათვის კარგად ნაცნობი ცენტრალური მცველი, რომელსაც ჩვენი გუნდის მაისურით 51 ჩატარებულ შეხვედრაში 9 გოლი აქვს გატანილი, მომდევნო სეზონს დინამოში გაატარებს. გივი კვარაცხელია სხვადასხვა დროს თბილისურ თბილისსა და ლოკომოტივში, სკონტოში, ქუთაისის ტორპედოში, კაუნასში, მტზ რიპოში, რუსთავის ოლიმპსა და დინამო ბრიანსკში ასპარეზობდა.
გივი კვარაცხელია – დინამოში მესამედ ვბრუნდები. ძალიან სასიხარულოა ჩემთვის. იმ იმედით მოვდივარ, რომ უიღბლო სეზონის შემდეგ, დინამო კვლავ მაღალი მიზნებისთვის იბრძოლებს, რისთვისაც არაფერს დავიშურებ. აქვე მინდა ვთქვა, რომ რუსთავში გატარებული პერიოდი. დაუვიწყარი იქნება ჩემთვის.