გულშემატკივართა უდიდესი ინტერესის გათვალისწინებით, გაცნობებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის წლევანდელ საშინაო თამაშებს დინამო არენაზე გამართავს.
ამის შესახებ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ უკვე ოფიციალური წერილებით აცნობა ფიფას, უეფას და ჩვენი მეტოქე ქვეყნების ფეხბურთის ფედერაციებს.
მაშასადამე, 7 სექტემბერს, შესარჩევი ციკლის პირველ საშინაო მატჩს ჯვაროსნები ბელორუსის ნაკრების წინააღმდეგ, დინამო არენაზე გამართავენ. 11 სექტემბერს კი, ამავე სტადიონზე ვეროპის 2012 წლის ჩემპიონს - ესპანეთის ნაკრებს ვუმასპინძლებთ.
აქვე გეტყვით, რომ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროშესარჩევის დარჩენილ ორ საშინაო მატჩს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართავს.
ალექსანდრე ჩივაძის გუნდი 15 აგვისტოს ხორვატიას დაუხვდება; 6 სექტემბერს კი - ესტონეთის ნაკრებს.
სფფ-ის პრესსამსახური