• Geo
  • Eng
15.07.2012
ორშაბათს დინამოს ბაზაზე

2012 წლის 16 ივლისს 17:00 საათზე, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების და საფეხბურთო კლუბ დინამო თბილისის ინიციატივით, დინამოს დიღმის საწვრთნელ ბაზაზე ჩატარდება ამხანაგური მატჩი დინამოს აკადემიის აღსაზრდელებსა და  წეროვნის მე–3 საჯარო სკოლის მოსწავლეებს შორის. მატჩში ასევე ჩაერთვებიან დინამოს ფეხბურთელები.

აღნიშნული ღონისძიების მიზანია ჯანმრთელი ცხოვრების წესის და სპორტის პროპაგანდა ახალგაზრდებში, ასევე იძულებით გადაადგილებულ ბავშვთა ინტეგრაცია საზოგადოებაში. ღონისძიების ფარგლებში ასევე მოხდება საფეხბურთო კლუბ დინამო თბილისის განახლებული ბაზის მონახულება და მატჩის მონაწილეთა დაჯილდოვების ცერემონიალი.

ღონისძიებას დაესწრებიან: საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტი ნათია ლოლაძე, საქართველოს წითელი ჯვრის მიერ მოწვეული ყატარის დელეგაცია, რომელიც შედგება  ყატარის წითელი ნახევარმთვარის საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორის ბატონ შალეჰ ალ - მუჰანადის და საერთაშორისო ურთიერთობების და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის პრეზიდენტი პრინც- ფავზი აუსსედიკისაგან. ღონისძიებას უმასპინძლებენ საფეხბურთო კლუბ დინამოს წარმომადგენლები.

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება და სკ დინამო თბილისი ერთობლივად მომავალშიც განაგრძობს მსგავსი ღონისძიებების ორგანიზებას.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024