სლოვენიური შეკრების პირველი შეხვედრა დინამოელებმა სერბული ბორჩას ძლევით დაიწყეს. მატჩის განავლობაში დინამოელები სრულ სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ, მეორე ტაიმში ბორჩას ფეხბურთელებმა სულ რამდენიმეჯერ მოახერხეს ჩვენი გუნდის ნახევარზე გადმოსვლა. დღევანდელ შეხვედრაში გამარჯვების გოლი ესპანელმა ლეგიონერმა, ალბერტ იაგუემ, მიკელ ალვაროს გადაცემით შეხვედრის 79–ე წუთზე გაიტანა. დინამოელთა თავკაცმა, დუშან უჰრინმა ბელგრადელთა წინააღმდეგ 20 ფეხბურთელს მისცა თამაშის საშუალება. სასიამოვნოა, რომ ჩვენმა გუნდმა სლოვენიური შეკრება გამარჯვებით დაიწყო. მომვედნო მატჩს დინამოელები 20 ივლისს პოლონურ იაგელონიასთან გამართავენ.
დინამო: ლორია, ტვილდიანი (სეთურიძე 46'), რეხვიაშვილი, კვარაცხელია (ხიზანეიშვილი 53'), გლიშიჩი (თარხნიშვილი 70'), ძარია (კოტო 46'), ხმალაძე (ალვარო 67'), კაბელე (პაპავა 46'), ჩისკო (თექთურმანიძე 46'), მერებაშვილი (რობერტინიო 63'), ვოსკობოინიკოვი (იაგუე 63')
ბორჩა: კოვაჩევიჩი, მილოშევიჩი, ჩელებიჩი, სტამენოვიჩიმ, გეგიჩი, ნუჰი, ჯუკიჩი, სავკოვიჩი, პეტროვიჩი, სიმოვიჩი, სოტიროვიჩი