• Geo
  • Eng
18.07.2012
შეკრების პირველი მეტოქე - სერბული ბორჩა

სლოვენიურ შეკრებაზე დინამოელები პირველ სპარინგ მატჩს სერბულ ბორჩასთან გამართავენ. 1937 წელს ბელგრადში დაარსებული ბორჩა განსაკუთრებული მიღწევებით ნამდვილად ვერ გამოირჩევა. გუნდი ამჟამად Stadion Vizelj Park-ზე თამაშობს, სადაც 3930 მაყურებელი ეტევა. ბორჩა თავდაპირველად სერბეთის რეგინალურ ლიგებში ასპარეზობდა, ელიტაში აღზევება კი 2008-2009 წლების სეზონში მოახერხა.  ბელგრადელებმა სერბეთის ჩემპიონატის რანგით მეორე ლიგაში პირველი ადგილი დაიკავეს და სუპერ ლიგის საგზური მოიპოვეს. ჩვენი გუნდის ათიანს, გიორგი მერებაშვილს, ვოივოდინაში ასპარეზობისას ბორჩას კარიც აქვს დალაშქრული. მოახლოებული სპარინგის წინ, დინამოს ოფიცალური ვებ-გვერდი გიორგი მერებაშვილს გაესაუბრა.

გიორგი მერებაშვილი - ბორჩა სერბეთში ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდული გუნდია, რომელშიც აქცენტს ნიჭიერ, ახალგაზრდა, პერსპექტიულ ფეხბურთელებზე აკეთებენ. ბორჩა განსაკუთრებული მიღწევებით ვერ დაიკვეხნის, მაგრამ პრაქტიკულად, როგორც ყველა სერბული კლუბი, დიდი ბრძოლისუნარიანობით გამოირჩევა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024