ავსტრიის ქალაქს გრაცში, UPC არენაზე დინამოელებმა მორიგი სპარინგ შეხვედრა გამართეს. ჩვენი გუნდის მეტოქე თურქული ფენერბაჰჩე იყო. მატჩი ფრედ, გატანილი გოლების გარეშე – 0:0 დასრულდა. დუშან უჰრინმა დღევანდელ შეხვედრაში 17 ფეხბურთელებს მისცა თავის გამოჩენის საშუალება.
დინამო 0:0 ფენერბაჰჩე
დინამო: ლორია, რეხვიაშვილი, სეთურიძე, ხიზანეიშვილი (გლიშიჩი 62’), კვარაცხელია, ხმალაძე, ძარია (ალვარო 89’), ჩისკო (რობერტინიო 83’), მერებაშვილი (ტვილდიანი 74’), ვოსკობოინიკოვი (იაგუე 60’), თექთურმანიძე (კოტო 46’).
ფენერბაჰჩე: ვოლკანი, სამი, ირტეგუნი, ქორქმაზი, კალდირიმი, მეჰმეთ ტოპალი, კრისტიან ბარონი, მეჰმეთ თოფუზი, ალექსი, სტოხი, კიუტი.
დინამოელები მომდევნო შეხვედრას 26 ივლისს, ბეროესთან გამართავენ.
მატჩის ფოტოების სანახავად ეწვიეთ დინამოს Facebook-ის გვერდს.