• Geo
  • Eng
23.07.2012
ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა

სლოვენიურ შეკრებაზე დინამოელთა მეკარეების მწვრთნელი გელა ჭანტურია მუცლის არეში ტკივილებმა შეაწუხა და თავი შეუძლოდ იგრძნო. დიაგნოზი აპენდიციტი. კლუბის ექიმის მეთვალყურეობით, ჩვენს მწვრთნელს აპენდექტომია (ბრმა ნაწლავის ოპერაცია) ქალაქ პტუის ცენტრალურ საავადმყოფოში გაუკეთდა. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, ბატონი გელა თავს კარგად გრძნობს და გუნდს რამდენიმე დღეში შეუერთდება. სამწვრთნელო პროცესის შეუფერხებლად წარმართვის მიზნით, მის არ ყოფნაში  მეკარეებს რუმინელი სპეციალისტი, დრაგოშ პიკუ ავარჯიშებს, რომელიც ტიმოშარაში დუშან უჰრინის ასისტენტი გახლდათ.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024