• Geo
  • Eng
26.07.2012
დინამო 2:1 ბეროე

სლოვენიაში შეკრებაზე მყოფმა დინამომ მორიგი სპარინგი გამართა. ჩვენი გუნდის მეტოქე ბულგარული ბეროე სტარა ზაგორა გახლდათ. მატჩი დინამოელთა გამარჯვებით ანგარიშით 2:1 დასრულდა. შეხვედრაში გოლები 25–ე წუთზე პაპავამ და 46–ე წუთზე იაგუემ გაიტანეს. ანგარიშის გაქვითვა ბულგარელებმა 65-ე წუთზე შეძლეს. დინამოელთაგან დღევანდელ მატჩში მონაწილეობა 19-მა ფეხბურთელმა მიიღო. დინამოს მთავარი მწვრთნელის დუშან უჰრინის გადაწყვეტილებით დღეს დასვენების საშუალება მისცეს და შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღიათ ლორიას, თექთურმანიძეს, რეხვიაშვილს, ძარიას, ხმალაძეს და სეთურიძეს.
ოთარ ხიზანეიშვილი– საინტერესო და მძიმე თამაში გამოდგა. ვფიქრობ ძალიან კარგი მეტოქე გვყავდა. ცოტა თავიდან გაგვიჭირდა, მაგრამ ყველამ ბოლომდე მოინდომა და გავიმარჯვეთ. მიუხედავად იმისა, რომ ამხანაგური მატჩი გახლდათ მოგებამ ყველა ძალიან გაგვახარა.

დინამო 2:1 ბეროე

დინამო: სეფიაშვილი (ზარქუა 46), ტვილდიანი, ხიზანეიშვილი (კვარაცხელია 77), გველესიანი (კაკუბავა 64), გლიშიჩი, პაპავა, თარხნიშვილი (მერებაშვილი 61), ალვარო (ჩისკო 77), რობერტინიო (კოტო 61), ჯიღაური (პარუნაშვილი 64), იაგუე (ვოსკობოინიკოვი 68).

ბეროე: აკალსკი, ვეჟალოვი, ზაფიროვი, პენევი, ელიაში, კაიადუ, ლივრამენტუ, მარტინში, ალბერტო ლოუზრუ, ხრისტოვი, პედრო ეუნიუ.

დინამოელები შეკრებაზე დასკვნით შეხვედრას 28 ივლისს, პოლონურ გურნიკთან გამართავენ.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024