• Geo
  • Eng
15.08.2012
დინამოელები ტურის სიმბოლურში

სპორტული გამოცემები ლელო და ოლიმპი ტრადიციულად ტურის შემდეგ, უმაღლესი ლიგის სიმბოლურ გუნდს ასახელებენ. პირველი ტურის გამორჩეულ ფეხბურთელთა თერთმეტეულში ლელომ ორი დინამოელი – გივი კვარაცხელია და ლევან ხმალაძე შეიყვანა. ოლიმპის ვერსიით კი ტურის საუკეთესო გუნდის წევრები ოთარ ხიზანეიშვილი და ლევან ხმალაძე გახდნენ.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024