დღეს, დინამო თბილისის აკადემიის U-17 გუნდმა მორიგი კალენდარული შეხვედრა გამართა. ვიტალი დარასელიას სახელობის აკადემის ხელოვნურსაფარიან მოედანზე გიორგი მინაშვილის გაწვრთნილი გუნდი ცხინვალის სპარტაკის თანატოლთა გუნდს დაუპირისპირდა და მეტოქე სამბურთიანი სხვაობით – 4:1 დაამარცხა. დინამოელთაგან გოლები ვეკუამ, ჩიხლაძე, ურჩუხიშვილმა და ქუთათელაძემ გაიტანეს.
დღევანდელ შეხვედრაში დინამოს U-17 გუნდმა შემდეგი შემადგენლობით იასპარეზე:
კულუა, კაპანაძე, გადრანი, ფიფია, გაბედავა (ველიაშვილი), ღვალაძე (ბაშალეიშვილი), ჩიხლაძე (გუჩუა), ვეკუა, ფირცხალავა (მაჩალაძე) (ქუთათელაძე), ურჩუხიშვილი (ჯანაძე), მაკასარაშვილი