პირველი ლიგის გათამაშების მორიგ კალდენდარულ შეხვედრაში დინამო–2 საკუთარ მოედანზე ფოთის კოლხეთის წინააღმდეგ დამარცხდა. ვიტალი დარასელიას სახელობის აკადემიის ხელოვნურსაფარიან მოედანზე გამართული მატცი ფოთელთა გამარჯვებით – 1:0 დასრულდა.
დღევანდელ შეხვედრაში დინამოელებმა შემდეგი შემადგენლობით იასპარეზეს:
ზარქუა, კაკაბაძე, თევზაძე, სამხარაძე, შერგელაშვილი, ჭეჭელაშვილი (მუმლაძე 75’), კიტოვანი, მახარობლიძე, ლობჟანიძე (რუხაძე 46’), შინდაგორიძე, ლექვთაძე