• Geo
  • Eng
01.09.2022
დინამოს გამარჯვება, ორი დუბლი და გაბეს მე-100

დღეს დინამო არენაზე ეროვნული ლიგის 24-ე ტურის შეხვედრა შედგა, რომელშიც დინამომ ლოკომოტივს უმასპინძლა.

 

თბილისური დერბი დინამოელთა შეტევებით დაიწყო და შეხვედრის ეს სცენარი 90 წუთი არ შეცვლილა. რამდენიმე უშედეგო მცდელობის შემდეგ ანგარიში მე-17 წუთზე დმიტრი ანტილევსკის გადაცემით, ულად-ომარ იმრანმა გახსნა. ნიდერლანდელმა შეხვედრის 32-ე წუთზე პირველი დუბლი გაიფორმა დინამოს ფორმით. სამიოდე წუთში სტანისლავ ბილენკის ჯერი დადგა. უკრაინელმა ფორვარდმა ჯერ ნიკა მალი პასი შეირგო და შედეგიანად ითამაშა, ხოლო 39-ე წუთზე უსმანე კამარას დაუფასა გარჯა და ტექნიკური მოძრაობით მანაც დუბლი გაიფორმა.

 

მეორე ნახევარში მასპინძლებმა არაერთი საგოლე მომენტი შექმნეს, შეხვედრის ბოლოსკენ კი ეროვნული ლიგის (უმაღლესი ლიგა) ისტორიას კიდევ ერთი აღსანიშნავი ფაქტი შეემატა, შეცვლაზე შემოსულმა გიორგი გაბედავამ, დავით სხირტლაძის გადაცემის შემდეგ ეროვნულ ლიგაში მე-100 გოლი გაიტანა. მატჩი დინამომ 5-0 მოიგო.

 

გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი მომდევნო შეხვედრას 5 სექტებერს თელავში გამართავს. აღნიშნული მატჩი 20.00 საათზე კავკასიონი არენაზე დაიწყება.

 

მატჩის ოქმი და შემადგენლობა

 

ფოტოამბავი

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024