• Geo
  • Eng
18.08.2012
დინამომ ქართული კლასიკო მოიგო

უმაღლესი ლიგის მეორე ტურის შეხვედრაში დინამოელებმა შინ, დინამო არენაზე, ქუთაისის ტორპედოს წინააღმდეგ ითამაშეს. შეხვედრა დაძაბულად და დრამატულ ორთაბრძოლაში წარიმართა. მსაჯმა მატჩის მონაწილე ფეხბურთელებს ცხრა ყვითელი და ოთხი წითელი ბარათი უჩვენა. ოთარ ხეცაძემ მოედნიდან 3 დინამოელი ფეხბურთელი გააძევა. დინამომ და ტორპედომ შეხვედრა დანაკლისით დაასრულეს, შეხვედრის უკანასკნელ წუთებში დინამოელთა კარში მოედნიდან გაძევებული თორნიკე ზარქუას ნაცვლად, ლევან ხმალაძე ვიხილეთ. უკომპრომისო თრილერში დინამოელებმა 3:2 მოიგეს. ჩვენი გუნდის შემადგენლობიდან გატანილი გოლებით ორჯერ ჩისკო, და მიკელ ალვარო გამოირჩნენ.

დინამო 3:2 ტორპედო

გოლები: 0:1 კვახაძე 8' 1:1 ჩისკო 11' (პენ.) 1:2 გრიგალაშვილი 13' 2:2 ჩისკო 42' 3:2 მიკელ ალვარო 73'

დინამო: ზარქუა, ხიზანეიშვილი, კვარაცხელია, სეთურიძე, ხმალაძე, მერებაშვილი (გლიშიჩი 87’), კოტო, რეხვიაშვილი, ვოსკობოინიკოვი (რობერტინიო 60’), ჩისკო, ძარია (მიკელ ალვარო 67’)

ტორპედო: მიგინეიშვილი, კვახაძე,ჭელიძე, რიგვავა, გურული, დათუნაშვილი, გიგაური (ტუღუში 78’), ფირცხალავა, გრიგალაშვილი (ბოლქვაძე 66’), ბერიაშვილი (კუხიანიძე 57’), საბანაძე

გაფრთხილება: რეხვიაშვილი, ზარქუა – ჭელიძე, ფირცხალავა, გრიგალაშვილი

გაძევება: რეხვიაშვილი, ხიზანეიშვილი, ზარქუა – ფირცხალავა

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024