დინამო თბილისისა და დინამო ბათუმის შეხვედრას დავით ხარიტონაშვილი განსჯის.
დინამო თბილისისა და დინამო ბათუმის დღევანდელ შეხვედრას დავით ხარიტონაშვილი განსჯის. დავით ხარიტონაშვილმა უკანასკნელად სომხეთისა და ბელორუსის ეროვნული ნაკრებებს შორის გამართული ამხანაგური მატჩი იმსაჯა, რომელიც ბელორუსთა გამარჯვებით დასრულდა – 2:1
ხსენებულ შეხვედრის მონაწილე ფეხბურთელებს ხარიტონაშვილმა ხუთი ყვითელი ბარათი უჩვენა.
ჩვენი გუნდის მონაწილეობით დავით ხარიტონაშვილმა ბოლოს ქუთაისის ტორპედოსთან იმსაჯა. დინამო არენაზე გამართული შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით – 0:1 დასრულდა. აღნიშნულ მატჩში დავით ხარიტონაშვილმა ყვითელი ბარათი რვაჯერ გამოიყენა.
ჩვენს მიერ მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით მეტი თვალსაჩინოებისათვის დავით ხარიტონაშვილის მიერ განსჯილი შეხვედრების სტატისტიკურ მონაცემებს გთავაზობთ:
დავით ხარიტონაშვილი
დაბადების თარიღი: 1981 წლის 18 თებერვალი
===========================================
უმაღლესი ლიგა - 60 თამაში / 198 ყვითელი / 8 წითელი / 13 პენალტი
პირველი ლიგა - 5 თამაში / 13 ყვითელი / 0 წითელი / 2 პენალტი
საქართველოს თასი - 11 თამაში / 30 ყვითელი / 1 წითელი / 0 პენალტი
საერთაშორისო ამხანაგური მატჩი –1 თამაში / 5 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი
უეფა.ევროპა ლიგა.საკვალიფიკაციო ეტაპი - 1 თამაში / 4 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი
უეფა.ჩემპიონთა ლიგა.საკვალიფიკაციო ეტაპი - 1 თამაში / 3 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი
უეფა.ევროპის ჩემპიონატი U21.საკვალიფიკაციო ეტაპი - 2 თამაში / 9 ყვითელი / 1 წითელი / 2 პენალტი
უეფა.ევროპის ჩემპიონატი U17.საკვალიფიკაციო ეტაპი - 2 თამაში / 12 ყვითელი / 0 წითელი / 2 პენალტი