• Geo
  • Eng
29.08.2012
დინამო თბილისი 8:0 სტუ

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების მეთექვსმეტედ ფინალურ შეხვედრაში დინამოელებმა სტუ-ს უმასპინძლეს. ჩვენმა გუნდმა მეტოქე დიდი ანგარიშით - 8:0 დაამარცხა. დღევანდელ მატჩში ესტონელმა ფორვარდმა, ვლადიმირ ვოსკობოინიკოვმა ჰეთთრიქის შესრულება მოახერხა. მეტოქის კარში თითოჯერ გაიტანეს მიკელ ალვარომ, გიორგი მერებაშვილმა, დვალმა და რობერტინიომ, ამ უკანასკნელმა მეტოქის კარში თერთმეტმეტრიანიდან გაიტანა. შეხვედრის 53-ე წუთზე კი სტუ-ელმა ჭავჭავაძემ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. აღსანიშნავია, რომ შეხვედრა მეტად კორექტული გამოდგა - მსაჯს მატჩის მონაწილე ფეხბურთელები არ გაუფრთხილებია.

დინამო 8:0 სტუ

1:0 ვოსკობოინიკოვი 8’

2:0 ვოსკობოინიკოვი 24’

3:0 ალვარო 30’

4:0 მერებაშვილი 34’

5:0 ჭავჭავაძე 53’ (ავტოგოლი)

6:0 რობერტინიო 59’ (პენ’)

7:0 ვოსკობოინიკოვი 71’

8:0 დვალი 88’

დინამო: ლორია, კვარაცხელია, სეთურიძე, მერებაშვილი (კოტო 57’), ალვარო (დვალი 46’), რობერტინიო, რეხვიაშვილი, ვოსკობოინიკოვი, ჩისკო (ხმალაძე 56’), გველესიანი, ძარია

სტუ: აბულაძე, ქიმერიძე, ბიწკინაშვილი, ჭავჭავაძე, გაგნიძე (კახაბრიშვილი 46’), ი. გოგატიშვილი (გვაზავა 46’), ჯიშკარიანი, გ. გოგატიშვილი, გაბაშვილი, ფიფია (კოღუა 63’), კიკვაძე

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024