სპორტული გამოცემები ლელო და ოლიმპი ტრადიციულად ტურის შემდეგ, უმაღლესი ლიგის სიმბოლურ გუნდს ასახელებენ. მესამე ტურის გამორჩეულ ფეხბურთელთა თერთმეტეულში ლელომ ორი დინამოელი – ჩისკო მუნიოსი და ჯაბა დვალი შეიყვანა. ოლიმპის ვერსიით კი ტურის საუკეთესო გუნდის წევრი დინამოს ახალწვეული – ჯაბა დვალი გახდა.