• Geo
  • Eng
31.08.2012
დინამოელები ნაკრებში

საქართველოს ეროვნული ნაკრები 7 და 11 სექტემბერს მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის პირველ შეხვედრებს შინ, დინამო არენაზე, ბელორუსის და ესპანეთის ნაკრებებთან გამართავს. თემურ ქეცბაიამ ჯვაროსანთა რიგებში სათამაშოდ ორ დინამოელს გიორგი ლორიას და გიორგი რეხვიაშვილს უხმო. აღსანიშნავია, რომ რეხვიაშვილი ეროვნულ ნაკრებში პირველად არის მიწვეული.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები 6 სექტემბერს ევროპის 2013 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის უკანასკნელ შეხვედრას შინ, ესტონეთთან გამართავს. ჩვენი ქვეყნის 21–წლამდელთა ნაკრების თავკაცმა, ალექსანდრე ჩივაძემ მოზარდ ჯვაროსანთა გუნდში დინამოს ექვს მოთამაშე  გამოიძახა – ნიკა კვეკვესკირი, გიორგი პაპავა, არჩილ ტვილდიანი, ჯაბა ჯიღაური, ლაშა პარუნაშვილი და ლაშა ჩაფიძე ჩვენი ქვეყნის ღირსების დასაცავად ესტონელ თანატოლებს შეერკინებიან. საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებთან ერთად დინამოს კიდევ ერთი წარმომადგენელი – ჩვენი გუნდის ექიმი მერაბ ვარძუკაშვილიც იქნება.  

ქართველი ფეხბურთელების მსგავსად საკუთარი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში დინამოს ესტონელი ფორვარდი, ვლადიმირ ვოსკობოინიკოვიცაა გამოძახებული. ესტონელები ჯვაროსანთა მსგავსად 7 და 11 სექტემბერს მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის შეხვედრებს გამართავენ. ესტონელები 7 სექტემბერს შინ რუმინელებთან ითამაშებენ, 11 სექტემბერს კი სტუმრად, თურქეთის ეროვნული ნაკრებს გაეჯიბრებიან.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024