• Geo
  • Eng
02.09.2012
დინამო - კოლხეთს თორნიკე გვანცელაძე განსჯის

დინამო თბილისისა და ფოთის კოლხეთის დღევანდელ დაპირისპირებას თორნიკე გვანცელაძე განსჯის. უკანასკნელი შეხვედრა, რომელიც თორნიკე გვანცელაძემ იმსაჯა ტორპედო 1:0 ზესტაფონი არის, სადაც შეხვედრის მონაწილე ფეხბურთელები ორჯერ გააფრთხილა.

მიმდინარე სეზონში თორნიკე გვანცელაძე ჩვენი გუნდის მონაწილეობით გამართულ შეხვედრას მეორედ განსჯის. პირველად მან პირველი ტურის შეხვედრა მეტალურგი 0:1 დინამო იმსაჯა, სადაც ფეხბურთელებს ცხრა ყვითელი ბარათი უჩვენა.

ჩვენს მიერ მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით, მეტი თვალსაჩინოებისათვის თორნიკე გვანცელაძის მიერ განსჯილი შეხვედრების სტატისტიკურ მონაცემებს გთავაზობთ:

თორნიკე გვანცელაძე

===========================================

უმაღლესი ლიგა - 48 თამაში / 192 ყვითელი / 3 წითელი / 9 პენალტი

პირველი ლიგა - 3 თამაში / 11 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი

საქართველოს თასი - 5 თამაში / 19 ყვითელი / 1 წითელი / 2 პენალტი

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024