• Geo
  • Eng
01.09.2012
დინამო vs კოლხეთი – ურთიერთშეხვედრები

კვირას 2 სექტემბერს, საქართველოს ჩემპიონატის მეოთხეტურში, დინამო თბილისი საკუთარ არენაზე ფოთის კოლხეთს უმასპინძლებს.
გუნდების დაპირისპირება სათავეს პირველი ჩემპიონატის პირველი ტურიდან იღებს. ფოთელებთან დინამოს ეროვნულ ჩემპიონატში ორმოცდაცხრა მატჩი აქვს ჩატარებული, საიდანაც თბილისელებმა ოცდათორმეტ შემთხვევაში იმარჯვეს, ათი შეხვედრა ფრედ დასრულდა, ხოლო შვიდიმატჩი ფოთელთათვის აღმოჩნდა წარმატებული. ბურთების შეფარდება 108/36დინამოს სასარგებლოდ. ყველაზე უხვგოლიანი და ასევე ყველაზე დიდი სხვაობით მოპოვებული გამარჯვება, ანგარიშით 6–1 1998 წლის 30 ნოემბერით თარიღდება. კოლხთა დასამახსოვრებელი გამარჯვება კი მეხუთე ჩემპიონატის მეთვრამეტე სათამაშო დღეს დაფიქსირდა. 1994 წლის 18 ივნისს ფოთელებმა ანგარიშით 5–1 დაამარცხეს დინამო. ჩვენმა გუნდმა მეტოქე დიდი ანგარიშით 4–0 ხუთჯერ დაამარცხა. ანგარიშით 5–0 კი დინამოს სამი შეხვედრა აქვს მოგებული. ერთი გასვლაზე და ორიც შინ.

ამ გუნდების ბოლო დაპირისპირება, რომელიც 12 მაისსფოთშიფაზისზე გაიმართა, ადგილობრივი გუნდის გამარჯვებითანგარიშით 2–1 დასრულდა. იმ შეხვედრაში გოლები ჩისკომდა ტუღუშმა (ორი)გაიტანეს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024