სპორტული გამოცემები ლელო და ოლიმპი ტრადიციულად ტურის შემდეგ, უმაღლესი ლიგის სიმბოლურ გუნდს ასახელებენ. მეოთხე ტურის გამორჩეულ ფეხბურთელთა თერთმეტეულში ლელომ სამი დინამოელი – ლევან ხმალაძე, კარლეს კოტო და ჯაბა დვალი შეიყვანა. ოლიმპის ვერსიით კი ტურის საუკეთესო გუნდის წევრები კარლეს კოტო, მიკელ ალვარო და ჯაბა დვალი გახდნენ. ოლიმპის ვერსიით ტურის საუკეთესო ფეხბურთელად ჯაბა დვალი დასახელდა.