• Geo
  • Eng
06.09.2012
დინამოელის გამარჯვების გოლი

დღეს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს ახალგზარდული ნაკრები ესტონეთს დაუპირისპირდა. ალექსანდრე ჩივაძის გაწვრთნილმა გუნდმა მეტოქე მინიმალური ანგარიშით - 2:1 დაამარცხა. ამ გამარჯვებით მოზარდმა ჯვაროსნებმა ვროპის 2013 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავეს. საქართველოს 21-წამდელთა ნაკრების სასტარტო შემადგენლობაში ოთხი დინამოელი ვიხილეთ - არჩილ ტვილდიანი, გიორგი პაპავა, ლაშა ჩაფიძე და ახალგაზრდული ნაკრების კაპიტანი, ნიკა კვეკვესკირი თამაშში პირველივე წუთიდან ჩაერთვნენ. გამარჯვების გოლი კი დინამოელმა ლაშა პარუნაშვილმა 83-ე წუთზე გაიტანა, რომელმაც 72-ე წუთზე თანაკლუბელი გიორგი პაპავა შეცვალა

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024