ჩვენი გუნდის კაპიტანი, გიორგი ლორია, რომელიც საქართველო 0:1 ესპანეთის შეხვედრის მონაწილეთაგან გამორჩეული იყო მატჩის 73–ე წუთზე, როდესაც ანგარიში 0:0 იყო, დაშავდა და შესაცვლელი გახდა. დინამო თბილისის ოფიციალური ვებ–გვერდისთვის კომენტარი გიორგი ლორიამ და ჩვენი გუნდის ექიმმა, მერაბ ვარძუკაშვილმა გააკეთეს.
გიორგი ლორია - მატჩის მიმდინარეობისას სტადიონზე მოსული მაყურებლის მხრიდან ისეთ მხარდაჭერას ვგრძნობდი, რომ უზომოდ ბედნიერი ვარ. ასეთი გულშემატკივრობა დამატებით ძალებს მაძლევდა. ძალიან გული დამწყდა თამაშის გაგრძელება რომ ვეღარ შევძელი. მოედანზე დარჩენის უმცირესი შანსიც არ არსებობდა. მადლობა მინდა ვუთხრა ყველა ქომაგს, ყველა იმ ადამიანს, რომელიც ინტერესდებოდა და ახლაც ინტერესდება ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობით. შეხვედრაში ყველა ფეხბურთელმა მაქსიმუმი გაიღო. ყველაფერი წინ არის და დიდი იმედი მაქვს, რომ ქართველი გულშემატკივრის გახარებას შევძლებთ.
მერაბ ვარძუკაშვილი - დღეს დილით გიორგის Medi Club Georgia–ში პირველადი გამოკვლევები გაუკეთდა. გამოკვლევების საფუძველზე მას აღენიშნება მუხლის სახსრის და მის გარშემო არსებული რბილი ქსოვილების შეშუპება, რაც ზუსტი დიაგნოზის დასმის საშუალებას ვერ იძლევა. გამომდინარე აქედან გიორგის ესაჭიროება მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფიული კვლევა. როდის შეძლებს გიორგი ვარჯიშს ცნობილი ორიოდ დღეში გახდება.