11 სექტემბერს ჟენევაში ევროპის კლუბთა ასოციაციის (ECA) გენერალური ასამბლეა გაიმართა. ჩვენი ქვეყნიდან ასამბლეაზე გუნდის სპორტული დირექტორის ბუბა ტყავაძის სახით მხოლოდ ჩვენი კლუბი გახლდათ წარმოდგენილი. შეხვედრაზე ბევრ მნიშვნელოვან, საფეხბურთო კლუბებისთვის საჭირბოროტო საკითხებზე იმსჯელეს- უეფას-გან მისაღები თანხების გაზრდაზე, საკლუბო ლიცენზირებაზე, ფეხბურთელთა დაზღვევაზე და მრავალი სხვა. ფორუმის დასრულების შემდეგ კი ტრადიციული საფეხბურთო ტურნირი შედგა, რომელშიც ფიგუ, ბუტრაგენიო და სხვა ცნობილი ვეტერანი ფეხბურთელები მონაწილეობდნენ. ჩვენი კლუბის სპორტული დირექტორი თბილისში გამარჯვებულის ოქროს მედლით დაბრუნდა.