დღეს დინამოს დიღმის საწვრთნელ ბაზაზე, ეროვნული ჩემპიონატის პირველი ლიგის მესამე ტურის შეხვედრა გაიმართა. დინამო ორი ჭიათურას მასპინძლობდა. რამაზ მუმლაძის დამოძღვრილმა გუნდმა მეტად დაძაბულ და უკომპრომისო შეხვედრაში ანგარიშით 4–2 იმარჯვა. დინამოელთაგან აღნიშნულ შეხვედრაში გოლები ირაკლი ლექვთაძემ, ნიკა კვეკვესკირმა, ბუდუ ზივზივაძემ და კონსტანტინე გაბაშვილმა (პენალტით) გაიტანეს.
შეგახსენებთ, რომ მეორე ტურის მატჩი, რომელიც ხონში უნდა გამართულიყო ადგილობრივ იმერეთსა და დინამოს შორის– გადაიდო.
დინამო 2: სეფიაშვილი, ტვილდიანი, კვეკვესკირი, ხოჭოლავა (მუმლაძე 55), კაკულია, პაპავა, პარუნაშვილი, ფოცხვერია (რუხაძე 56), ლექვთაძე, ზივზივაძე (რეხვიაშვილი 70), გაბაშვილი
გოლები: 0–1 დეისაძე 7’ 1–1 ლექვთაძე 38’ 2–1 კვეკვესკირი 44’ 3–1 ზივზივაძე 70’ 3–2 ნოზაძე 76’ 4–2 გაბაშვილი (პენ.) 89’