19 წლამდე ლიგაში დინამოელებმა გამოტოვებული მატჩი ჩაატარეს. ჩვენმა გუნდმა ლოკომოტივს უმასპინძლა და 4-0 დაამარცხა მეტოქე.
ვალერი გაგუას გუნდმა პირველ ტაიმში მეტოქეს სამი გოლი გაუტანა და ფაქტიურად გამარჯვებულის ბედიც გამოავლინა. დუბლი ბადრი გოგობერიშვილის ანგარიშზეა, თითო გოლი კი გიორგი აღდგომელაშვილმა და დავით გოცირიძემ გაიტანეს. დინამოელებმა ამ მოგებით 33 ქულა დააგროვეს და სატურნირო ცხრილში პირველ ადგილს დაუბრუნდნენ. მომდევნო შეხვედრას კი ჩვენი გუნდი 6 ნოემბერს გაგრას წინააღმდეგ გამართავს.
U19 დინამო 4-0 ლოკომოტივი
U19 დინამო: იობაშვილი, გოგოტიშვილი, მორჩილაძე, ბაგრატიონი, კვერენჩხელაძე, გეგიაძე, გოგობერიშვილი, ცხოვრებაშვილი, თოდუა, ღურწკაია, გოცირიძე
სათადარიგო სკამი: ხელაშვილი, გოგნაძე, დათუაშვილი, გოგებაშვილი, აღდგომელაშვილი, კობახიძე, ხუტიაშვილი, შეროზია
ფოტოამბავი