• Geo
  • Eng
14.09.2012
ჩვენი მეტოქე – დილა

ინამო თბილისი ეროვნული ჩემპიონატის მეხუთე ტურის შეხვედრას გორში, ადგილობრივ დილასთან გამართავს. ჩვენი გუნდი საქართველოს დავით ყიფიანის თასის მოქმედ გამარჯვებულს გორის ცენტრალურ სტადიონზე 16:00 საათზე დაუპირისპირდებია.

შვიათი გამონაკლისების გარდა, ეროვნული ჩემპიონატის ეგიდით გამართულ შეხვედრებში დინამოელები გორელ მეტოქეს მუდმივად ამარცხებდნენ. აქამდე ჩატარებულ 45 მატჩში დედაქალაქელებმა მხოლოდ და მხოლოდ 6–ჯერ ითამაშეს ფრედ, ყველა დანარჩენი დაპირისპირება კი თბილისელი ფეხბურთელების გამარჯვებით დასრულდა. ბურთების შეფარდება ჩვენი გუნდის სასარგებლოდაა – 136:20. ყველაზე დიდი ანგარიშით დინამოელებმა მეტოქე 2005 წლის 22 მაისს დაამარცხეს, შეხვედრა 9:0 დასრულდა.

ურჯ–თეთრები გორში სათამაშოდ კაპიტნისა და პირველი მეკარის, გიორგი ლორიას გარეშე გაემგზავრებიან. საქართველო 0:1 ესპანეთის შეხვედრის გამორჩეული მონაწილე, ჩვენს გუნდს ტრავმის გამო ვერ დაეხმარება. გორელები თავის მხრივ განახლებულ სტადიონზე, ახალი მწვრთნელითა და ახალი სათამაშო სტილით იოლად არაფერს დათმობენ. დუშან უჰრინის გაწვრთნილი გუნდი მორიგი შეხვედრის მოგებასა და სატურნირო ცხრილში ლიდერის პოზიციის გამყარებას შეეცდება.

ღსანიშნავია, რომ საქართველოს თასის გათამაშების მოქმედ გამარჯვებულსა და ევროპის ლიგის 2012/2013 წლების ფლეი–ოფის მონაწილე გორის დილას ჩატარებულ ოთხ შეხვედრაში მხოლოდ ერთი ქულა აქვს. ეროვნულ ჩემპიონატში შიდა ქართლელებს არასახარბიელო სტარტი ჰქონდათ, რაც მთავარი მწვრთნელის, თემურ შალამბერიძისა და მისი ასისტენტის, გიორგი ცეცაძის გათავისუფლების მიზეზი გახდა. ამჟამად კი გორელთა მთავარი მწვრთნელი ისრაელში მომუშავე გიორგი დარასელია არის. საინტერესოა, თუ რომელ ფეხბურთელებს დაეყრდნობა დილას ახალი თავკაცი. გორელთა სასტარტო თერთმეტეული სავარაუდოდ ასეთი იქნება:

სკენდერი, კაშია, სალუქვაძე, შაშიაშვილი, კვირკველია, არზიანი, ბეჭვაია, ახალკაცი, გურული, ილურიძე, მოდებაძე

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024