• Geo
  • Eng
22.09.2012
ოთარ ხიზანეიშვილი - ბოლო დღეებში ფეხბურთზე ფიქრიც მიჭირდა

ვიტ ჯორჯიასთან მატჩის წინ კომენტარი ჩვენი გუნდის ერთ-ერთ ლიდერს და გამოცდილ ფეხბურთელს ოთარ ხიზანეიშვილს ვთხოვეთ.

ოთარ ხიზანეიშვილი - უპირველეს ყოვლისა მინდა პირადად ჩემი, ჩემი თანაგუნდელების და ჩვენი გუნდის სახელით მოგახსენოთ, რომ  შოკირებულნი და შეძრწუნებულნი ვართ ბოლო დღეებში ნანახი   ამაზრზენი კადრებით.  ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ  ყველა იმ ადამიანს ვინც შეურაცხყოფის, წამების თუ დამცირების  ობიექტი გახდა. ვიმედოვნებთ, რომ  ასეთი საშინელება ჩვენს სამშობლოში არასოდეს განმეორდება. ბოლო დღეებში სპორტზე და ფეხბურთზე ფიქრიც მიჭირდა.  ახლა რაც შეეხება მომავალ მეტოქეს და მოახლოვებულ შეხვედრას. ვიტ ჯორჯიას კარგად არ ვიცნობ, მაგრამ ბიჭებიდან ვიცი და მწვრთნელმაც კარგად აგვიხსნა, რომ ძალიან ახალგაზრდული და მებრძოლი გუნდია. მეტოქე დიდი მონდომებით ითამაშებს. ჩვენც მაქსიმალურად ვეცდებით, რომ გამოვასწოროთ ის შეცდომები რაც გორში გვქონდა, 3 ქულა მოვიპოვოთ და რაც შეიძლება მალე დავიბრუნოთ პირველი ადგილი სატურნირო ცხრილში.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024