• Geo
  • Eng
22.09.2012
დინამო - ვიტ ჯორჯიას თორნიკე გვანცელაძე განსჯის

დინამო თბილისისა და ვიტ ჯორჯიას დღევანდელ შეხვედრას თორნიკე გვანცელაძე განსჯის. უკანასკნელი თამაში, რომელიც თორნიკე გვანცელაძემ იმსაჯა პირველ ლიგაში გამართული ხობის კოლხეთი 2:1 სამგურალი არის. აღნიშნულ მატჩში თორნიკე გვანცელაძემ ფეხბურთელებს ოთხი ყვითელი ბარათი უჩვენა, ერთხელ კი მასპინძელთა სასარგებლოდ თერთმეტმეტრიანი დანიშნა.

ჩვენი გუნდის მონაწილეობით თორნიკე გვანცელაძემ ბოლოს 2 სექტემბერს, დინამო არენაზე, დინამო 5:0 კოლხეთი იმსაჯა. ხსენებულ შეხვედრაში მატჩის მთავარ არბიტრს ყვითელი ბარათის ერთხელ ჩვენება მოუხდა.

ჩვენს მიერ მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით, მეტი თვალსაჩინოებისათვის თორნიკე გვანცელაძის მიერ განსჯილი შეხვედრების სტატისტიკურ მონაცემებს გთავაზობთ:

თორნიკე გვანცელაძე

===========================================

უმაღლესი ლიგა - 49 თამაში / 193 ყვითელი / 3 წითელი / 9 პენალტი

პირველი ლიგა - 4 თამაში / 15 ყვითელი / 0 წითელი / 1 პენალტი

საქართველოს თასი - 5 თამაში / 19 ყვითელი / 1 წითელი / 2 პენალტი

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024