საქართველოს 19 წლამდელთა ნაკრებმა, რომლის მთავარი მწვრთნელი კახა კაჭარავა გახლავთ, სფფ– ს ტექნიკურ ცენტრ ბასაზე საწვრთნელი შეკრება დაიწყო. ნაკრების შემადგენლობაში 5 დინამოელია: ოთარ კაკაბაძე, ვაჟა მათიაშვილი, საბა ლობჟანიძე, გიორგი პაპუნაშვილი და ბუდუ ზივზივაძე. შეგახსენებთ, რომ ოქტომბრის ბოლოს 19 წლამდელები ხორვატიაში გაემგზავრებიან, სადაც ელიტ რაუნდის შესარჩევი ეტაპის მატჩებს ითამაშებენ ხორვატიის, აზერბაიჯანისა და ისლანდიის ნაკრებების წინააღმდეგ.