საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის VI ტურში დინამოელებმა შინ, ვიტ ჯორჯიას უმასპინძლეს. შეხვედრის დაწყებამდე სტადიონზე შეკრებილმა საზოგადოებამ წუთიერი დუმილით ლევან მიქელაძის გარდაცვლილი ოჯახის წევრების ხსოვნას პატივი მიაგეს. დუშან უჰრინის გაწვრთნილმა გუნდმა ვეტერინარები დიდი ანგარიშით 5:0 დაამარცხეს. პირველი გოლი ჩისკომ, შეხვედრის 20-ე წუთზე, საჯარიმო დარტყმით გაიტანა. მე-2 ნახევარში ჩისკომ დუბლის გაფორმებაც მოახერხა, დინამოს ესპანელმა ლეგიონერმა თერთმეტმეტრიანიდან ზუსტად დაარტყა - 2:0. 75-ე წუთზე შეცვლაზე შემოსულმა გიორგი მერებაშვილმა კი ორ წუთში გოლი გაიტანა და დინამოელები სამი ბურთით დაწინაურდნენ. 79-ე წუთზე ეფექტური დარტყმით გივი კვარაცხელიამ ანგარიშში სხვაობა ოთხამდე გაზარდა. საფინალო ანგარიში კი დინამოს ათიანმა - გიორგი მერებაშვილმა, მატჩის 82-ე წუთზე დააფიქსირა - 5:0. დინამოელებმა ამ გამარჯვებით სატურნირო ცხრილს სათავეში ჩაუდგნენ.
დინამო: ზარქუა, ხიზანეიშვილი, რეხვიაშვილი, ტვილდიანი (ლექვთაძე 80’), ძარია, გლიშიჩი, კვარაცხელია, სეთურიძე, ალვარო, ჩისკო (ვოსკობოინიკოვი 79’), დვალი (მერებაშვილი 75’)
ვიტ ჯორჯია: დაუშვილი, ხურცილავა, გოგიაშვილი, გეთიაშვილი, კასრაძე (ღიბრაძე 77’), ღანიაშვილი, ვასაძე გურეშიძე, კორიფაძე (გაბრიძიძე 85’), დავლაშელიძე (ზაქრაძე 55’), ჩიმაკაძე
|
მატჩის სტატისტიკა
|
8 |
კარში დარტყმები |
2 |
3 |
კარს მიღმა დარტყმები |
2 |
6 |
კუთხურები |
3 |
4 |
თამაშგარე |
0 |
14 |
დარღვევები |
14 |
1 |
ყვითელი ბარათები |
4 |
0 |
წითელი ბარათები |
0 |