სპორტული გამოცემები ლელო და ოლიმპი ტრადიციულად ტურის შემდეგ, უმაღლესი ლიგის სიმბოლურ გუნდს ასახელებენ. მეოთხე ტურის გამორჩეულ ფეხბურთელთა თერთმეტეულში ლელომ სამი დინამოელი – გივი კვარაცხელია, გიორგი მერებაშვილი და ჩისკო შეიყვანა. ოლიმპის ვერსიით კი ტურის საუკეთესო გუნდის წევრები გივი კვარაცხელია და ჩისკო გახდნენ. ოლიმპის ვერსიით ტურის საუკეთესო ფეხბურთელად ჩვენი გუნდის ესპანელი ლეგიონერი, ჩისკო დასახელდა.