• Geo
  • Eng
24.09.2012
მარცხი გურიასთან

დღეს დინამო–2 ეროვნული ჩემპიონატის პირველი ლიგის მეხუთე ტურის შეხვედრაში ლანჩხუთში, ადგილობრივ გურიას დაუპირისპირდა. მეტად უკომპრომისო და დაძაბულ შეხვედრაში მასპინძლებმა ანგარიშით 4–2 დაამარცხეს თბილისელები. მიმდინარე ჩემპიონატში ეს რამაზ მუმლაძის გუნდის პირველი მარცხი იყო. დინამოელთაგან შეხვედრაში გოლები კონსტანტინე გაბაშვილმა (46’) და ვახტანგ ფოცხვერიამ (80’) გაიტანეს.

შეგახსენებთ, რომ მეორე ტურის მატჩი, რომელიც ხონში უნდა გამართულიყო ადგილობრივ იმერეთსა და დინამოს შორის– გადაიდო.

დინამო 2: ტყეშელაშვილი, კაკულია, საბაძე, პაპავა, გაგნიძე, მუმლაძე, პარუნაშვილი, ჯიღაური, ფოცხვერია, რუხაძე, გაბაშვილი

შეცვლაზე შემოვიდნენ: ხიზანეიშვილი, წილოსანი, მაჭავარიანი

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024