კვირას 30 სექტემბერს დინამო თბილისი საქართველოს ჩემპიონატის მერვე ტურში ბოლნისის სიონს უმასპინძლებს. შეხვედრა 18.00 საათზე დაიწყება.
30 სექტემბერს ეროვნულ ასპარეზზე დინამოს ორი შეხვედრა აქვს ჩატარებული. 1995 წელს თბილისელებმა ზუგდიდელ სეხნიებს უმასპინძლეს და დიდი ანგარიშით 5–1 დაამარცხეს მეტოქე. შეხვედრაში დუბლით გამოირჩა ალექსანდრე იაშვილი, ხოლო თითო გოლი კერძევაძემ, კიკნაძემ და ჩუხუამ გაიტანეს. 2009 წელს დინამო გასვლაზე სამტრედიაში, ანგარიშით 1–3 დამარცხდა. ერთადერთი გოლი ვაწაძის ანგარიშზეა.
სსრკ– ს ჩემპიონატში ჩვენმა გუნდმა ოთხი მატჩი გამართა. აქედან ორში თბილისელებმა იმარჯვეს, ორი შეხვედრა კი ფრედ დაასრულდა. ბურთების ბალანსი 6/3. 1937 წელს დინამომ თენგიზ გავაშელის გოლით 1–0 დაამარცხა მოსკოვის სპარტაკი. ერთი წლის შემდეგ ლენინგრადის სტალინეცთან ჩვენმა გუნდმა 2–2 ითამაშა. გოლები პაიჭაძემ და ლოლაძემ გაიტანეს. 1962 წელს მტკვრისპირელებმა კიშინიოვის მოლდოვას უმასპინძლეს. იამანიძის და კალოევის გოლებით დინამომ მეტოქე 2–0 დაამარცხა. 1966 წელს ტაშკენტის პახტაკორთან ფრედ 1–1 ვითამაშეთ, გოლი კი იამანიძემ გაიტანა.
30 სექტემბერს დინამომ ევროთასებზეც ოთხი შეხვედრა ჩაატარა. 1981 წელს თასების მფლობელთა თასის 1/16 ფინალში, ავსტრიაში დინამო ადგილობრივ გრაცერს დაუპირისპირდა. მატჩი ფრედ 2–2 დასრულდა. ორივე გოლი შენგელიამ გაიტანა. 1987 წელს უეფას თასის 1/32 ფინალში თბილისელებმა სოფიის ლოკომოტივს უმასპინძლეს და დიდი ანგარიშით 3–0 დაამარცხეს. გოლები სულაქველიძემ, გურულმა და ჩივაძემ გაიტანეს. 1997 წელს ასევე უეფას თასის 1/32 ფინალში ჩვენმა გუნდმა რატი ალექსიძის გოლით მოზირის მპკც ანგარიშით 1–0 დაამარცხა. 2004 წელს უეფას თასის პირველ რაუნდში ჩვენმა გუნდმა კრაკოვის ვისლას 2–1 აჯობა და უეფას ჯგუფურ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა. თავის გამოჩენა ამ შეხვედრაში ნემსაძემ და კაკალაძემ მოახერხეს.