დინამო – სიონის შეხვედრას გიორგი ყრუაშვილი განსჯის.
დინამო თბილისისა და ბოლნისის სიონის ხვალინდელ შეხვედრას გიორგი ყრუაშვილი განსჯის. უკანასკნელი შეხვედრა, რომელიც გიორგი ყრუაშვილმა იმსაჯა პირველ ლიგაში გამართული აეტი 0:2 სამტრედია არის, სადაც მატჩის მთავარ არბიტრს ერთხელ ყვითელი ბარათის ჩვენება მოუწია.
ჩვენი გუნდის მონაწილეობით გიორგი ყრუაშვილმა ბოლოს 18 სექტემბერს, დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების 1/16 ფინალური რაუნდის საპასუხო შეხვედრა სტუ 1:6 დინამო იმსაჯა. ხსენებულ დაპირისპირებაში გიორგი ყრუაშვილმა ერთადერთი ყვითელი ბარათი სტუ–ს მოთამაშეს უჩვენა.