• Geo
  • Eng
29.09.2012
ჩვენი მეტოქე – სიონი

აქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მეშვიდე ტურის შეხვედრას დინამოელები შინ, ბოლნისის სიონი წინააღმდეგ გამართავენ. დუშან უჰრინის გაწვრთნილი გუნდი წარმატებული საშინაო სვლის გაგრძელებას შეეცდება და დინამოელები ზედიზედ მეხუთე გამარჯვებას უმიზნებენ. შეხვედრა დინამო არენაზე 18:00 დაიწყება.

შვიათი გამონაკლისების გარდა, დინამოელები ბოლნისელ მეტოქეებთან ჭიდილში, მუდამ გამარჯვებულნი რჩებიან, რაზეც ურთიერთშეხვედრების ისტორიაც მოგვითითებს – 47 შეხვედრიდან ჩვენმა გუნდმა მეტოქე 39–ჯერ დაამარცხა, 4 შეხვედრა ფრედ დასრულდა, 4–ჯერ კი გამარჯვება ბოლნისელ ფეხბურთელებს დარჩათ. ბურთების შეფარდება დინამოელთა სასარგებლოდ – 111:20 არის.

რივე გუნდს მიმდინარე სეზონში განსხვავებული მიზანი აქვს. დინამოელები ჩემპიონობისთვის იბრძვიან, გამოცდილი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული ბოლნისის სიონის მთავარი მიზანი კი ჩემპიონატში ღირსეული გამოსვლა და ელიტარულ ლიგაში გასულ სეზონთან შედარებით უკეთესად გამოსვლა არის.

ამდვილი ბრძოლა – დინამოსა და სიონს შორის გამართული უკანასკნელი შეხვედრის ბედი მატჩის ბოლო წუთზე გადაწყდა. უკომპრომისო და დაძაბული დაპირისპირებაში გადამწყვეტი გოლი 90–ე წუთზე ირაკლი ძარიამ გაიტანა, დინამომ მეტოქეს მინიმალური ანგარიშით – 1:0 დაამარცხა.

ნტერესს იწვევს სიონის გამოსვლა – ბოლნისელ ფეხბურთელებს ზედიზედ ოთხი შეხვედრაა უმაღლეს ლიგაში არ მოუგიათ. არმაზ ჯელაძის გაწვრთნილმა გუნდმა უკანასკნელად 26 აგვისტოს, გორის დილასთან იმარჯვა. ბოლნისელები ხვალინდელ შეხვედრაში იოლად არაფერს დათმობენ. დინამოელებთან შეხვედრაში ბოლნისელები დისკვალიფიცირებულ ქემოკლიძეს და არენდის წესით დამატებულ თახნიშვილს მოისაკლისებენ. საინტერესოა, თუ რა შემადგენლობით ითამაშებს სიონი, სავარაუდოდ ჩვენი მომავალი მეტოქის შემადგენლობა ასეთი იქნება:

ბობღიაშვილი – ჩიკვილაძე, ორბელაძე, სვანიძე, ჯოჯუა – ოქროპირიძე, ფეიქრიშვილი, უგულავა, ჭანკოტაძე – ჯიქია, ჭედია

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024