• Geo
  • Eng
01.10.2012
დუბლები კვლავ იგებენ

დიღმის საწვრთნელ ბაზაზე გამართული დუბლშემადგენლობათა გათამაშების მერვე ტურის მატჩი ჩვენი გუნდის გამარჯვებით დასრულდა. დინამოელებმა დღევანდელ შეხვედრაში ბოლნისის სიონს დიდი ანგარიშით – 8:1 მოუგეს. დინამოელთაგან თითო გოლით ალექსანდრე რეხვიაშვილი და გიორგი პაპუნაშვილი გამოირჩნენ, დუბლის შესრულება მოახერხა გაგა მურცხვალაძემ, ვანო წილოსანმა კი მეტოქის კარში ოთხი ბურთი გაიტანა.

ვასილ მაისურაძის გაწვრთნილმა გუნდმა დღეს შემდეგი შემადგენლობით იასპარეზა:

ტყეშელაშვილი. გურეშიძემ ხიზანეიშვილი, სამხარაძე, მელიქიძე, სარიშვილი (კიტოვანი), მესხი, მაჭავარიანი (პაპუნაშვილი), ჭეჭელაშვილი (მურცხვალაძე), წილოსანი (კვარაცხელია), რეხვიაშვილი (ლობჟანიძე)

შეგახსენებთ, რომ დუბლშემადგენლობათა გათამაშებას დინამოელები 21 ქულით ერთპიროვნულად ლიდერობენ.

დღევანდელი მატჩის ფოტოგალერეის სანახავად ეწვიეთ ჩვენი გუნდის ოფიციალური Facebook_ის გვერდს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024