ეროვნული ჩემპიონატის მერვე ტურის მატჩი დინამოელებმა შინ, დინამო არენაზე გამართეს. დუშან უჰრინის შეგირდებმა ბოლნისის სიონი დიდი ანგარიში - 7:2 დაამარცხეს. ჩვენი გუნდის რიგებიდან მეტოქის კარში თითო გოლი ლევან ხმალაძემ, ვლადიმირ ვოსკობოინიკოვმა და მიკელ ალვარომ გაიტანა. გიორგი მერებაშვილმა და ჯაბა დვალმა კი დუბლი შეასრულეს.
დინამო: ზარქუა, ხიზანეიშვილი (გველესიანი 50’), ტვილდიანი (პაპავა 68’), გლიშიჩი, ხმალაძე, კვარაცხელია, სეთურიძე, მერებაშვილი, ალვარო, ვოსკობოინიკოვი (პარუნაშვილი 80’) დვალი
სიონი: ბობღიაშვილი, სვანიძე, ოქროპირიძე, ლომაია (მაჭავარიანი 70’), ჩიკვილაძე, ჯოჯუა, ნემსაძე (ქუცურუა 46’), მანწკავა, ფეიქრიშვილი, ისიანი (ჭანკოტაძე 46’), ჯიქია
|
მატჩის სტატისტიკა
|
8 |
კარში დარტყმები |
6 |
6 |
კარს მიღმა დარტყმები |
2 |
9 |
კუთხურები |
3 |
2 |
თამაშგარე |
4 |
17 |
დარღვევები |
5 |
0 |
ყვითელი ბარათები |
0 |
0 |
წითელი ბარათები |
0 |