• Geo
  • Eng
06.10.2012
ზუგდიდისა და დინამოს შეხვედრას თორნიკე გვანცელაძე განსჯის.

ზუგდიდისა და დინამო თბილისის დღევანდელ შეხვედრას თორნიკე გვანცელაძე განსჯის. უკანასკნელი თამაში, რომელიც თორნიკე გვანცელაძემ იმსაჯა დინამო ბათუმი 3:1 კოლხეთი არის. აღნიშნულ მატჩში თორნიკე გვანცელაძემ ფეხბურთელებს ხუთი ყვითელი ბარათი უჩვენა.

ჩვენი გუნდის მონაწილეობით თორნიკე გვანცელაძემ ბოლოს 22 სექტემბერს, დინამო არენაზე, დინამო 5:0 ვიტ ჯორჯია იმსაჯა. ხსენებულ შეხვედრაში მატჩის მთავარ არბიტრს ყვითელი ბარათის ოთხჯერ ჩვენება მოუხდა, ერთხელ კი ჩვენი გუნდის სასარგებლოდ თერტმეტმეტრიანი დანიშნა.

ჩვენს მიერ მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით, მეტი თვალსაჩინოებისათვის თორნიკე გვანცელაძის მიერ განსჯილი შეხვედრების სტატისტიკურ მონაცემებს გთავაზობთ:

თორნიკე გვანცელაძე

===========================================

უმაღლესი ლიგა - 52 თამაში / 209 ყვითელი / 3 წითელი / 10 პენალტი

პირველი ლიგა - 4 თამაში / 15 ყვითელი / 0 წითელი / 1 პენალტი

საქართველოს თასი - 5 თამაში / 19 ყვითელი / 1 წითელი / 2 პენალტი

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024