პირველი ლიგის მეშვიდე ტურის შეხვედრა დინამოელებმა წალენჯიხაში გამართეს. რამაზ მუმლაძის გაწვრთნილი გუნდი სქურს დაუპირისპირდა. მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. 30-ე წუთზე ანგარიში ლაშა პარუნაშვილმა გახსნა, 65-ე წუთზე კი გაგნიძემ საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი და მატჩის საბოლოო შედეგიც დაფიქრიდა.
დღევანდელ შეხვედრაში დინამო 2 შემდეგი შემადგენლობით ასპარეზობდა:
ტყეშელაშვილი, გაგნიძე, გურეშიძე, კაკულია, საბაძე, სარიშვილი, ჭეჭელაშვილი, ლექვთაძე (რუხაძე), პარუნაშვილი, გაბაშვილი (მურცხვალაძე), ზივზივაძე (პაპუნაშვილი)