საქართველოს ჩემპიონატის მერვე ტურში, დინამო თბილისი განმუხურში ზუგდიდს დაუპირისპირდება. შეხვედრა 6 ოქტომბერს გაიმართება და 15.00 საათზე დაიწყება. აქამდე დინამო თბილისი ზუგდიდურ კლუბებს ოცდათოთხმეტჯერ შეხვედრია. ამ თამაშებში თბილისელებმა ოცდაოთხჯერ იმარჯვეს, ექვსი შეხვედრა ფრედ დასრულდა, ოთხჯერ კი გამარჯვება ზუგდიდელებს დარჩათ. ბურთების შეფარდებაც შესაბამისად 90/26 დინამოს სასარგებლოდ. სხადასხვა დროს თბილისელთა წინააღმდეგ იასპარეზეს ოდიშმა, დინამომ, მგლებმა და ბაიამ. ამ ჯერზე კი მტკვრისპირელებს სკ ზუგდიდი დაუპირისპირდება. დიდი ანგარიშით დინამომ თორმეტჯერ იმარჯვა. ამათგან აღსანიშნავია გამარჯვება 1992 წელს, როდესაც თბილისელებმა მეტოქეს 7–2 მოუგეს. დინამომ ზუგდიდელი ოპონენტი სამჯერ დაამარცხა ანგარიშით 5–0. შესაბამისად 1994, 1997 და 1999 წლებში. 2009 წლის 19 სექტემბერს ჩვენმა გუნდმა ანგარიშით 6–0 იმარჯვა. 2012 წელს 26 თებერვალს, ოცდამეერთე ტურში დინამო არენაზე გამართული მატჩი ანგარიშით 5–1 დასრულდა და ასევე 2012 წლის 20 მაისს თბილისელებმა საკუთარ მინდორზე 6–1 დაჯაბნეს მოწინააღმდეგე.
ამ გუნდების ბოლო შეხვედრაში, რომელიც თბილისში დინამო არენაზე გაიმართა, თბილისელთა უხვგოლიანი გამარჯვებით 6–1 დასრულდა. აღნიშნულ შეხვედრაში თითო გოლით თავი გამოიჩინეს ალვარომ და მერებშვილმა, ხოლო ჩისკომ და გოგუამ ორ–ორი გოლი გაიტანეს.