რუსთავში სტარტი აიღო 17 წლამდე ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდმა. პირველ მატჩში საქართველო ისრაელს დაუპირისპირდა და დაძაბულ შეხვედრაში 1-3 დამარცხდა.
ანგარიში სტუმრებმა მე-17 წუთზე გახსნეს, გოლი ანას სარსურის ანგარიშზეა. 25-ე წუთზე დინამოელმა ალექსანდრე თურქიამ სტატუს ქვო აღადგინა, თუმცა გიორგი ხიზანიშვილის ნაკრებმა ტაიმის ბოლოს იდო ოლისგან კიდევ ერთი გოლი მიიღო. მეორე ნახევარში ბევრს ეცადა საქართველოს ნაკრები, თუმცა გოლი მატჩის ბოლოს იუვალ რანონისგან საკუთარ კარში მიიღო. მომდევნო შეხვედრას გიორგი ხიზანიშვილის გუნდი 28 ოქტომბერს ინგლისთან გამართავს, რომელმაც თავის მხრივ იმავე ანგარიშთ ლიეტუვა დაამარცხა.
შეხვედრაში მონაწილეობა ექვსმა დინამოელმა - დავით ქელდიშვილმა, ალექსანდრე თურქიამ, ლუკა ბუბუტეიშვილმა, ლექსო ფეიქრიშვილმა, საბა სამუშიამ და ვახო სალიამ მიიღეს.
მატჩის ოქმი