დინამოს 19 წლამდე შემადგენლობამ ჩემპიონატში მე-11 ტურის მატჩი ბათუმში გამართა. ანგისას ბაზაზე ჩატარებული შეხვედრა დედაქალაქურმა დინამომ ზღვისპირა სეხნიას 4-1 მოუგო. გოლები მუხრან ბაგრატიონმა, ნიკა გოგობერიშვილმა, თემო გოგნაძემ და დავით გოცირიძემ გაიტანეს.
ვალერი გაგუას გუნდმა 24 ქულა დააგროვა, სატურნირო ცხრილში მეორე ადგლზე იმყოფება და ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული. მომდევნო შეხვედრას 19 წლამდე დინამოელები 29 ოქტომბერს 35-ე სკოლასთან გამართავენ.
U19 დინამო ბათუმი 1-4 დინამო თბილისი
U19 დინამო თბილისი: მაქაცარია, გოგნაძე, მორჩილაძე, ახალკაცი, კვერენჩხელაძე, ბაგრატიონი, ღურწკაია, გოცირიძე, გოგობერიშვილი, თოდუა, აღდგომელაშვილი
სათადარიგო სკამი: მარგველანი, ვიბლიანი, გობეშია, ხარჩილავა, რობაქიძე, სურმავა, გეგიაძე, ხუტიაშვილი