დუბლშემადგენლობათა გათამაშების მეცხრე ტურის შეხვედრა დინამოელებმა ზუგდიდში, ადგილობრივი საფეხბურთო გუნდის წინააღმდეგ გამართეს. უხვგოლიანი მატჩი ფრედ – 3:3 დასრულდა. დინამოელთაგან გატანილი გოლებით პაპუნაშვილი, მესხი და კვარაცხელია გამოირჩნენ.
ვასილ მაისურაძის გაწვრთნილმა გუნდმა შემდეგი შემადგენლობით ითამაშა:
ხაინდრავა, ჯაფიაშვილი (მაჭავარიანი 15’), გურეშიძე, მელიქიძე, კიტოვანი, ლობჟანიძე პაპუნაშვილი, რეხვიაშვილი, მათიაშვილი (კვარაცხელია 70’), წილოსანი, მესხი
გაფრთხილება: კიტოვანი